პირველად საქართველოში ბლოგინგის განვითარების საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის აქტიური მხარდაჭერით გაიმართება ქართული ბლოგინგის დღეები. ღონისძიების მხარდამჭერია “საქაერონავიგაცია”.
ქართული ბლოგინგის დღეების მსვლელობა დაგეგმილია კვარიათში, 24-26 ივნისის ჩათვლით და მასში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში და უცხოეთში მოღვაწე წამყვანი ბლოგერები. აღსანიშნავია, რომ ქართველი ბლოგერები მოწვეულ სტუმრებთან ერთად კონკრეტულ სამუშაო შეხვედრას ჩაატარებენ, რომლის შედეგიც უნდა იყოს:
- ელექტრონული სახელმძღვანელოს შექმნა დამწყები ბლოგერებისათვის,
- მარკეტინგის და ბრენდინგის სტრატეგიები კერძო კომპანიებისათვის,
- ბლოგინგის საშუალებით ბათუმის პოპულარიზაციის აქციის მოწყობა და შესაბამისი მასალების შეგროვება,
- მთავრობისათვის რეკომენდაციების ჩამოყალიბება სოციალურ მედიაში მოქმედებების აქტივიზაციისათვის (GOV 2.0) და სხვა.
ასევე შეხვედრის განმავლობაში მოხდება ერთ-ერთი რანდომულად არჩეული დამწყები ბლოგერის პოპულარიზაციის გაზრდა და დამატებითი სტიმულის შეტანა მისი მუშაობის პროცესში. გარდა ამისა იქნება განხილული თემა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იმოქმედონ ბლოგერებმა საინფორმაციო ომის დაწყების შემთხვევაში.
საინფორმაციო ომის თემაზე მომხსენებლებად გამოვლენ გიორგი ჯახაია (სუხუმი), ოლეგ პანფილოვი, საბა ლეკვეიშვილი და ქართველი ”იუტუბერები”, რომელბიც 2008 წლის მოვლენების მაგალითზე ისაუბრებენ სოციალური მედიის როლის შესახებ სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად.
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა ბათუმელ სტუდენტებთან. ღონისძიების მსველობის გაშუქებისათვის და დამატებითი ინფორმაციისათვის შეიქმნა ვებ-გვერდი www.gbd.ge, ასევე არხი ტვიტერში #gbd10.







