საქართველოთბილისია. ბელიაშვილის #145
დაგვიკავშირდით(+995) 032 299 99 10 (100)

ბიოდიზელი მსოფლიოში

ბიოდიზელი ევროპაში
ევროკავშირში დიდი ყურადღება ექცევა ბიოსაწვავის განვითარებას, ჩამოყალიბებულია კონკრეტული მიზნები: 2015 წლისთვის მოხმარებული საწვავის 5%, ხოლო 2020 წლისთვის მოხმარებული საწვავის 10% განახლებადი ბიორესურსების ბაზაზე უნდა იყოს წარმოებული.
საქართველო, როგორც ევროპული ფასეულობების მქონე ქვეყანა, ზრუნავს თანამედროვე სტანდარტების დანერგვაზე, შესაბამისად  მნიშვნელოვანია სწრაფი და ეფექტური ნაბიჯების გადადგმა ემისიების შემცირების მიზნით.
ბიოდიზელი ამერიკაში
დღეისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში ბიოდიზელი ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ენერგეტიკის და ტრანსპორტის სფეროში. ამერიკაში ორასზე მეტი ბიოდიზელის მსხვილი საწარმოა რომელთა ჯამური წარმადობა წელიწადში 3 მილიარდ გალონს უდრის.
2014 წელს ამერიკაში წარმოებულ იქნა 1.7 მილიარდი გალონი ბიოდიზელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამერიკის გზებზე ტრანსპორტის მიერ მოხმარებული დიზელის საწვავის 4.5% ბიოდიზელია. ექსპერტების შეფასებით უახლოეს მომავალში ეს ციფრი კიდევ გაიზრდება და 2020 წლისთვის 10% მიაღწევს.