საქართველოთბილისია. ბელიაშვილის #145
დაგვიკავშირდით(+995) 032 299 99 10 (100)

ეკოლოგიური სიკეთე

განსაკუთრებით აღსანიშნავია ბიოდიზელის ეკოლოგიური ფაქტორი. ბიოდიზელი, როგორც ორგანული (მცენარეული) წარმოშობის პროდუქტი კარბონ-ნეიტრალური საწვავია. როგორც გამოთვლები აჩვენებს, მცენარეები, რომელთა ზეთისგანაც მიიღება ბიოდიზელი, სიცოცხლის განმავლობაში დაახლოებით იმ ოდენობის CO2-ს ითვისებენ ატმოსფეროდან, რამდენიც შემდგომში ბიოდიზელის მოხმარების დროს გამოიყოფა ატმოსფეროში. საშუალოდ 1 ტონა დიზელის საწვავის მოხმარება 2.67 ტონა CO2-ს ემისიას უდრის. შესაბამისად ყოველი ტონა ბიოდიზელის გამოყენება დაზოგავს 2.67 CO2-ს ემისიას ატმოსფეროში.
განსაკუთრებით ეფექტურია ბიოდიზელის გამოყენება ურბანულ გარემოში, ქალაქის ტიპის დასახლებებში, სადაც შედარებით მცირე ფართობზე მოსახლეობისა და მანქანების დიდი კონცენტრაციაა. აქ ავტომობილების ძრავების მავნე ემისიას ემატება გათბობისა და სხვა ტიპის გამონაბოლქვი და ჰაერი ძლიერ დაბინძურებულია. მსოფლიოს დიდი ქალაქების მერების შეთანხმების ფარგლებში რომელიც დაბალემისიაიან განვითარებას გულისხმობს იგეგმება ბიოდიზელის დანერგვა საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ეს ცვლილება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ემისიების შემცირებაში და ურბანული გარემოს ეკოლოგიურ გაჯანსაღებაში.