საქართველოთბილისია. ბელიაშვილის #145
დაგვიკავშირდით(+995) 032 299 99 10 (100)

რა არის ბიოდიზელი

ბიოდიზელი - ეს არის ბიოლიპიდებისაგან (მცენარეული ზეთები, ცხოველური ცხიმები) მიღებული ალტერნატიული, განახლებადი, ეკოლოგიურად სუფთა საწვავი. უკვე მრავალი წელია, ევროპის ცენტრალურ ქვეყნებში მიმდინარეობს  ნავთობდიზელის ბიოდიზელით ჩანაცვლება, ორივე სახის საწვავის ფიზიკური და ქიმიური მახასიათებლები  ანალოგიურია და წარმატებით შეიძლება ჩანაცვლდეს ნებისმიერ სფეროში ძრავის ყოველგვარი მოდიფიკაციის გარეშე.  გარდა იმისა, რომ ბიოდიზელი ძირითადი  პარამეტრებით აღემატება ნავთობდიზელს, (მაგ. ბიოდიზელის ცეტანური რიცხვი 50-ზე მეტია, გაპოხვის კოეფიციენტი 7-8, გოგირდის შემცვლელობა ნული), მისი ძირითადი უპირატესობა არის ის, რომ იგი მიღებულია ბიორესურსებისგან, ანუ არის განახლებადი, ეკოლოგიურად  ყველაზე გამართლებული, სუფთა საწვავი. ბიოდიზელი ნავთობის დიზელისგან განსხვავებით, არ შეიცავს მძიმე ლითონებს და მისი გამოყენების შედეგად ატმოსფერო არ ბინძურდება ტყვიით, გოგირდის ორჟანგით, სხვადასხვა კანცეროგენებით თუ სხვა მავნე მინარევებით