საქართველოთბილისია. ბელიაშვილის #145
დაგვიკავშირდით(+995) 032 299 99 10 (100)

საწარმოო ხაზი

ბიოდიზელი მიიღება მცენარეული ზეთისაგან ბიოქიმიური რექციის შედეგად, რომელსაც ეთერიფიკაცია ეწოდება. ეს პროცესი მიმდინარეობს რეაქტორში სადაც ნედლეული , ანუ მცენარეული ზეთი და კატალიზატორი შეერევა და ტემპერატურის მატების პარალელურად იწყება ზეთებისაგან მეთილის ეთერების მიღებს, ანუ ეთერიფიკაციის  პროცესი.

ამ პროცესის დასრულების შემდეგ მიიღება ე.წ. „ნედლი“ ბიოდიზელი და გლიცერინი. გლიცერინი სპეციალურ რეზერვუარში დაილექება, ხოლო  ნედლი ბიოდიზელი ცალკე რეზერვუარში გადადის შემდგომი დამუშავების მიზნით.

მომდევნო ეტაპზე მიმდინარეობს ნედლი ბიოდიზელის თანმიმდევრული დამუშავება,  მისი ქიმიური გაწმენდა და მექანიკური ფილტრაცია. ყველა ამ პროცესის გავლის შემდეგ ბიოდიზელის ქიმიური და ფიზიკური პარამეტრები უმაღლესი კლასის საწვავის სტანდარტებს აკმაყოფილებს და მზადაა  გამოყენებული იქნას ყველა იმ სფროში, სადაც ნავთობდიზელი გამოიყენება.

ჩვენს მიერ წარმოებული ბიოდიზელი სრულად შეესაბამება ბიოდიზელის საერთშორისო სტანდარტებს.  ბიოდიზელი  განკუთვნილია ჩვეულებრივი დიზელის ტიპის შიდაწვის ძრავებისათვის. ბიოდიზელი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც სუფთა, B100, ისე ნავთობდიზელთან სხვადასხვა დოზით ბლენდირებული სახით.