საქართველოთბილისია. ბელიაშვილის #145
დაგვიკავშირდით(+995) 032 299 99 10 (100)

უტილიზაცია

ბიოდიზელის წარმოების ერთ-ერთი ნედლეულია გამოყენებული საკვები ზეთი, რომელიც უკვე თხევადი ნარჩენია და საჭიროა მისი შესაბამისი უტილიზაცია. მსოფლიოში კარგად დანერგილი პრაქტიკაა მოხმარებული საკვები ზეთების შეგროვება და გადამუშავება ტექნიკური მიზნებისთვის, მათ შორის ბიოდიზელის წარმოებისთვის.

საკვების მომზადების შემდეგ ნარჩენი ზეთი შეიცავს ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებებს, მათ შორის კანცეროგენებს, ამიტომ კატეგორიულად დაუშვებელია მოხმარებული ზეთის პირდაპირ ან ირიბად კვლავ საკვებ ჯაჭვში მოხვედრა. მაგალითად, მოხმარებული ზეთის ცხოველების და ფრინველების საკვებ დანამატად გამოყენება. ეს დანაშაულია და იკრძალება საქართველოს კანონით „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის“ შესახებ.

ეკოლოგიური თვალსაზრისით ყველაზე მეტად გამართლებულია მოხმარებული (გამოყენებული) ზეთის გადამუშავება ტექნიკური მიზნებისთვის. ამ მხრივ კი ბიოდიზელის წარმოება იდეალური გამოსავალია, რადგან მიიღწევა ორმაგი ეკოლოგიური ეფექტი. მეორადი (მოხმარებული) ზეთი საკვების უსაფრთხოების მოთხოვნების თანახმად აღარ მოხვდება კვებით ჯაჭვში, არამედ გადამუშავდება და მიიღება ეკო-მეგობრული საწვავი - ბიოდიზელი.