საქართველოთბილისია. ბელიაშვილის #145
დაგვიკავშირდით(+995) 032 299 99 10 (100)

ისტორია

საქართველოში ბიოდიზელი პირველად 2014 წელს ილიას უნივერსიტეტის საპილოტე პროექტის ფარგლებში იქნა დამზადებული,  საქართველოში ამ ახალი პროდუქტის  ხარისხი საფუძვლიანად იქნა შემოწმებული და დატესტილი, მათ შორის სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. ბიოდიზელმა ძალიან მაღალი პარამეტრები აჩვენა  როგორც ლაბორატორიული ანალიზის დროს, ისე ჩვეულებროც პირობებში ანუ ავტომობილებში.

საპილოტე პროექტს  მოყვა მისი კომერციალიზაცია. საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი ნავთობის იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანია „ფრეგო“ დაინტერესდა  ილიას უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ  დამუშავებული პროექტით, გაითვალისწინა ამ პროექტის და ტექნოლოგიის პერსპექტივები და  სერიოზული ინვესტიცია განახორციალა ბიოდიზელის პროექტის კომერციალიზაციისათვის.

სწორედ კომპანია „ფრეგოს“ დამსახურებაა ის, რომ ილიას უნივერსიტეტის საპილოტე სამეცნიერო პროექტი კომერციულ რელსებზე გადავიდა. კომპანია „ფრეგომ“ დააფუძნა ახალი კომპანია „ბიოდიზელი ჯორჯია“ რომელიც ბიოდიზელის საწვავს აწარმოებს და მთლიანობაში სოლიდური ინვესტიცია განახორციალა ამ პროექტის კომერციალიზაციისათვის.

შედეგად დღეს  საქართველოში და მთელს რეგიონში მუშაობს პირველი ბიოდიზელის საწარმო, რომელიც მაღალხარისხიან, ალტერნატიულ, განახლებად, ეკო-მეგობრულ საწვავს  – ბიოდიზელს აწარმოებს. დღეს ეს საწვავი უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია და ის კომპანია „ფრეგოს“ ქსელში B10 მარკის  სახით იყიდება.