საქართველოთბილისია. ბელიაშვილის #145
დაგვიკავშირდით(+995) 032 299 99 10 (100)

მიზანი

კომპანიის მიზანია აწარმოოს და საქართველოს საწვავის ბაზარზე გამოიტანოს ალტერნატიული, განახლებადი, ეკო-მეგობრული, სუფთა საწვავი  – ბიოდიზელი და ამით თავისი წვლილი შეტანოს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის და ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციის სფეროში,  გააძლიეროს საქართველოს ეკონომიკა და გააუმჯობესოს ეკოლოგიური მდგომარეობა.

შპს „ბიოდიზელი ჯორჯიას“  საქმიანობა სრულ თანხვედრაში მოდის საქართველოს მთვრობის პილიტიკასთან ნარჩენების მართვის მენეჯმენტის თვალსაზრითით, რაც პრიორიტეტულად მიიჩნევს ნარჩენების უტილიზაციის და გადამამუშავებელი წარმოების განვითარებას.

საქართველო დღეს მთლიანადაა დამოკიდებული იმპორტირებულ ნახშირწყალბადებზე – ნავთობპროდუქტებზე და ბუნებრივ აირზე, ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ისაა, რომ  რეალური, პრაქტიკული მაგალითი  ვუჩვენოთ, თუ როგორ შეგვიძლია ალტერნატიული ენერგიის წყაროების განვითარებით და ინოვაციური გადაწყვეტილებებით  შევამციროთ საქართველოს დამოკიდებულება იმპორტირებულ ნავთობპროდუქტებზე, განვავითაროთ საკუთარი ენერგიის წყაროები და გავაუმჯობესოთ გარემოს დაცვის ხარისხი ქვეყანაში.